საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის სოლიდარობა უკრაინას
დღეს უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის. საქართველოს ეროვნული მუზეუმი სოლიდარობას უცხადებს მეგობარ ქვეყანას, უკრაინელ ხალხს და საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებულ მასალებს აქვეყნებს.
.„თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!“
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 101 წლის წინ რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი მმართველობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიასთან დაკავშირებული არტეფაქტები, ასევე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი – წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის ამსახველ ექსპოზიციაზე.
დღეს უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის. საქართველოს ეროვნული მუზეუმი სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინელ ხალხს, თითოეულ ჩვენს კოლეგას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.