ტრუდომ ე.წ. შავი სია აამოქმედა – კანადა რუსეთს სანქციებს უწესებს
ინდივიდუალური და კორპორაციული შეზღუდვები – კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“ და რუსულ ბანკებს.
ტრუდოს განმარტებით, სანქციები ასევე შეეხება რუსეთის თავდაცვის, ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებს.
კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.