გია ხუხაშვილი: როგორც ჩანს, რუსეთის უახლოესი ტაქტიკური ამოცანაა გამყოფ ზოლზე თავმოყრილი უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევა
“როგორც ჩანს, რუსეთის უახლოესი ტაქტიკური ამოცანაა გამყოფ ზოლზე თავმოყრილი უკრაინული ჯარების (ყველაზე ბრძოლისუნარიანი) ალყაში მოქცევა”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამაზე ჯარების გადაადგილების დინამიკა მეტყველებს.
“სხვადასხვა წყაროს ანალიზი და ჯარების გადაადგილების დინამიკა აჩვენებს, რომ, როგორც ჩანს, რუსეთის უახლოესი ტაქტიკური ამოცანაა გამყოფ ზოლზე თავმოყრილი უკრაინული ჯარების (ყველაზე ბრძოლისუნარიანი) ალყაში მოქცევა. იმედია, ამ გეგმას აღსრულება არ უწერია… ღმერთი ფარავდეს უკრაინას!”, – წერს ხუხაშვილი.