ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო.

“ჩვენ ვხედავთ რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ არ შეგვიძლია, გულგრილი დავრჩეთ ამ არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის მიმართ, რომელიც საფრთხეს უქმნის მილიონობით უდანაშაულო სიცოცხლეს და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძველს..
დღეს ხელს მოვაწერ განკარგულებას საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელსაც პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე მიიღებს”, – თქვა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები