სამხრეთ კორეა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს

სამხრეთ კორეა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს. ოფიციალურად მათ ამის შესახებ დღეს განაცხადეს.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუ ის განახორციელებს სრულფასოვან შეჭრას უკრაინაში.

“მთავრობას სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუ ეს უკანასკნელი განახორციელებს სრულფასოვან შეჭრას უკრაინაში”, – განაცხადა სამხრეთ კორეის საგარეო უწყების მაღალჩინოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები