“ევროპამ რუსეთის ნეოიმპერიული პოლიტიკა უნდა შეაჩეროს” – ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, გაერთიანდნენ ვლადიმერ პუტინის ნეოიმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ.

ამის შესახებ მან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“რეგიონში რუსეთის ქმედებები დიდ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ – მთელი ჩვენი რეგიონისთვის, განსაკუთრებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგისა და მთელი ევროკავშირისთვის”, – თქვა დუდამ.

მანვე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა ევროკავშირისა და ნატო-სთვის სოლიდარობის და ერთიანობის გამოცდის დროა.

“გარე ზეწოლის გამო წევრ ქვეყნებს შორის განხეთქილებას ვერ დავუშვებთ. პრეზიდენტ პუტინის მთავარი მიზანია, აჩვენოს ევროკავშირისა და ნატო-ს სისუსტე, რომლებიც მსოფლიოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების სიმბოლოა. ჩვენ უნდა ვუთხრათ მკაფიოდ “სდექ” რუსეთის ნეოიმპერიულ პოლიტიკას. ბრძოლა არ არის მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურისთვის, რაზეც ჩვენ, ყველამ უნდა ვიზრუნოთ“, – დასძინა დუდამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები