არჩილ თალაკვაძე: საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული
“საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მიუღებელია უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული
“საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მიუღებელია უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით და ყველას გვესმის და ვხედავთ, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაცია ზუსტად იმეორებს რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, რომელიც მოხდა, ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ოკუპაცია გრძელდება და ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანის უფლების დარღვევას იწვევს. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია პარტნიორებთან, როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან და ველით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ქმედით ნაბიჯებს იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და უკრაინის სუვერენიტეტს. სანქციებს შეიმუშავებს აშშ და ევროკავშირი და რა თქმა უნდა, როცა გითხარით, რომ ველით საერთაშორისო საზოგადოების ქმედით ნაბიჯებს, ზუსტად ამას ვგულისხმობდით, რომ სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული”, – განაცხადა თალაკვაძემ.