გუტერეში: დონბასში რუსი სამხედროები მშვიდობისმყოფელები არ არიან

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ის არ განიხილავს რუს სამხედროებს “მშვიდობისმყოფელებად”, რომლებიც შესაძლოა, დონბასში შევიდნენ.

“მაშფოთებს მშვიდობის შენარჩუნების კონცეფციის დამახინჯება. ვამაყობ გაერო-ს სამშვიდობო ძალების მიღწევებით, სადაც ამდენმა “ცისფერჩაფხუტიანმა” შესწირა სიცოცხლე მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. როდესაც ერთი ქვეყნის ჯარები შედიან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, მისი თანხმობის გარეშე, ისინი არ არიან მიუკერძოებელი სამშვიდობოები. ისინი საერთოდ არ არიან სამშვიდობოები“, – თქვა გუტერეშმა.

მან ასევე მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“ამ კრიტიკულ მომენტში მოვუწოდებ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და კანონის უზენაესობის აღდგენისკენ. ჩვენ გვჭირდება თავშეკავება და გონიერება. ჩვენ ახლა გვჭირდება დეესკალაცია”, – განუცხადა გუტერესმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები