რუსეთის მიერ უკრაინის ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება არის საერთაშორისო სამართლის აღმაშფოთებელი დარღვევა და მოითხოვს მტკიცე პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, – ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ვინ მისცა პუტინს უფლება, გამოაცხადოს დამოუკიდებელ ქვეყნებად ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობელ ქვეყანას ეკუთვნის? ეს არის საერთაშორისო სამართლის აღმაშფოთებელი დარღვევა და მოითხოვს მტკიცე პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
ჩვენ დავუწესებთ საპასუხო სანქციებს, რომელიც იქნება გაცილებით უფრო ხისტი, ვიდრე ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა 2014 წელს დავაწესეთ, ხოლო თუ რუსეთი გააგრძელებს ამ შეჭრას, ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავამკაცროთ სანქციები“, – განაცხადა ბაიდენმა.