ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

რუსეთმა თავისი ბოლო ქმედებებით უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა დაიწყო, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალს, ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს შეეხებათ.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ გაგზავნის დამატებით ჯარებსა და აღჭურვილობას ევროპაში აშშ-ის მოკავშირეების „გაძლიერების მიზნით“, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი იქ არ იქნებიან „რუსეთთან საბრძოლველად“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები