სალომე ზურაბიშვილი: მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს,რომ არამარტო საქართველო ან უკრაინა არის ყურადღების ცენტრში, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა

მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს,რომ არამარტო საქართველო ან უკრაინა არის ყურადღების ცენტრში, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, – ამის შესახებ ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი პირდაპირი ანექსიის გზით მიდის.

“დეჟავუს შეგრძნება მაქვს. განსხვავება, რა თქმა უნდა, არსებობს სცენარებს შორის, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორც 2022-ში. ელემენტები აშკარაა განსხვავების.

რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, წინასწარი შესავლის გარეშე და დეკლარაცია იმისა, რაც გუშინ ბატონმა პუტინმა განაცხადა ყველასთვის იყო შემაშფოთებელი. არამხოლოდ საქართველო გრძნობს ამას, მთელი ევროპა ასე გრძნობს. მთელი ევროპისთვის გასაზიარებელია პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია, მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს,რომ არამარტო საქართველო ან უკრაინა არის ყურადღების ცენტრში, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა ასეა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები