უკრაინის კრიზისის გამო, გერმანიამ “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის სერტიფიცირება შეაჩერა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გაზსადენი “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის სერტიფიცირება შეჩერდა.

მისი თქმით, გაზსადენის პროექტის შეჩერება უკრაინაში რუსეთის ქმედებებს უკავშირდება.

“ეს ჩანს, როგორც ტექნიკური საკითხი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ნაბიჯია. ამრიგად, “ჩრდილოეთი ნაკადი 2″-ის სერტიფიცირების პროცესი შეჩერებულია, რაც ნიშნავს, რომ გაზსადენი ოპერირებას ვერ დაიწყებს”, – განაცხადა შოლცმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 21 ივლისს აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე, ევროკავშირის დონეზე, მათ შორის, სანქციების დაწესებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები