ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ფოკუსში – საქართველო და უკრაინაა
18-26 თებერვალს ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „ბოზარი” მეხუთედ მასპინძლობს ფესტივალს სახელწოდებით – BRIDGES. EAST OF WEST FILM DAYS.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, წელს ფესტივალის ფოკუსში საქართველო და უკრაინაა.
18 თებერვალს ფესტივალი გაიხსნა ალექსანდრე კობერიძის ფილმით – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”, 19 თებერვალს კი უჩვენეს – ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ და ელენე ნავერიანის „სველი ქვიშა”.