ამირან გამყრელიძე – „ომიკრონის“ პიკი გადავიარეთ, რიცხვები ამაზე მეტყველებს”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, პიკი უკვე გადავიარეთ.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან ნელა, თუმცა, დაღმასვლისკენ მიდის.

„დღეს გვაქვს 12000 ახალი შემთხვევა, ვადარებთ ხოლმე ყოველ სამშაბათს ერთმანეთს, წინა სამშაბათს იყო 15 000 შემთხვევა, 2 კვირის წინ სამშაბათს იყო 24 616, 31 იანვარს, სამი კვირის წინ იყო 24201, დაახლოებით ერთი თვის წინ გვქონდა 15762. ანუ იანვრის 15-დან იყო აღმავალი ტალღა, პიკი გვქონდა პირველ თებერვალს, გამოვლინდა 26 320 შემთხვევა და შემდეგ ნელი ტემპით იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა და შესაბამისად ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ დამშვიდებისკენ მიდის. შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ ჩვენ „ომიკრონის“ პიკი გადავიარეთ. რიცხვები ამაზე მეტყველებს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები