სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ ზელენსკის, საქართველო თქვენ გვერდითაა

უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე” გამოეხმაურა.

“საქართველო მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“, რაც იმეორებს იმ სცენარს, რამაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. პრეზიდენტ ზელენსკის მივმართავ: საქართველო თქვენ გვერდით დგას და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები