ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 822-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 13 288 პირს დაუდასტურდა, 21 183 პაციენტი გამოჯანმრთელდა.