ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის 12 მოწმე დაიკითხება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლოში ჩვენებას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორი, დაზარალებული ილიკო თვალიაშვილი მისცემს. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 12 მოწმე და ფაქტის შემსწრე ჟურნალისტები და გამომძიებლები დაიკითხებიან.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საქმეს
საერთო ჯამში 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები