ნატო აგრძელებს საქართველოსა და უკრაინისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის აღმოჩენას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის წინ განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობა და სტაბილურობა ევროატლანტიკურ ზონაში საფრთხის ქვეშაა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა უგულებელყოფა ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისადმი და მისი უნარი, დაიმუქროს ძალის გამოყენებით თავისი მიზნების მისაღწევად.
„თბილი სალამი ჩვენს კოლეგებს საქართველოდან და უკრაინიდან, მინისტრ ბურჭულაძეს და მინისტრ რეზნიკოვს. მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, მშვიდობა და სტაბილურობა ევროატლანტიკურ ზონაში საფრთხის ქვეშაა. მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ დიპლომატია შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ, ჯერჯერობით, ჩვენ გაყვანის ან დეესკალაციის რაიმე ნიშანი არ გვინახავს. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა უგულებელყოფა ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისადმი და მისი უნარი, დაიმუქროს ძალის გამოყენებით თავისი მიზნების მისაღწევად. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს არის ახალი ნორმა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ნატო-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ მჭიდრო კავშირში, როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან. ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.