ქუჩების ჩამონათვალი, სადაც დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 17 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ბეთანიის და კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

 

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ზემო ვეძისის დასახლების, კვანტალიანის, პეტრე სარაჯიშვილის, ელგუჯა ამაშუკელის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილის (ნაწილობრივ) და უნივერსიტეტის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

 

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), იმედაძის და ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილოს ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

 

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.

 

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 I კვარტლის (ნაწილობრივ) და საცხენისის ქუჩის მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები