ამირან გამყრელიძე: “ომიკრონით” გამოწვეული ლეტალობის მაჩვენებელი 0.5-0.3%-მდეა ჩამოსული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეისათვის კორონავირუსის “დელტა”, “ალფა” და უფრო ძველი შტამები მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გვხვდება და ქვეყანაში, ძირითადად, “ომიკრონი” ცირკულირებს.

“ერთეულ შემთხვევებში გვაქვს “დელტა” და ან კიდევ სხვა, მანამდე არსებული შტამები, ძირითადად, ცირკულირებს “ომიკრონი”. ომიკრონის შტამებიდან დომინანტური არის მისი მეორე შტამი – B.2″, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, “ომიკრონი” მსუბუქად მიმდინარეობს და სხვა შტამებისაგან განსხვავებით ნაკლებ გართულებებს იწვევს, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ იანვარ-თებერვალში, გასულ თვეებთან შედარებით, შემცირებულია კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი. თუ სხვა შტამების დროს ლეტალობის მაჩვენებელი 1.3%-ს აჭარბებდა, “ომიკრონის” შემთხვევაში 0,5%-მდეა შემცირებული.

“ომიკრონით” გამოწვეული ლეტალობის მაჩვენებელი დღეს ჩამოსულია 0.5%-დან 0.3%-მდე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები