დავით სერგეენკო: ვაქცინის მომარაგებაში პრემიერმინისტრის დიდი დამსახურებაა

ვაქცინის მომარაგებაში პრემიერმინისტრის დიდი დამსახურებაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერმინისტრის განცხადება შეეხებოდა ე.წ. მწვანე პასპორტებს და არა – ვაქცინას.
„რაც შეეხება პრემიერის განცხადებებს პანდემიის, კონკრეტულად, მართვის ინსტრუმენტების შესახებ, საუბარი შეეხებოდა ე.წ. მწვანე პასპორტების მიზანშეწონილობას ამ ეტაპზე და არა საკუთრივ ვაქცინის ეფექტურობას. ვაქცინის მომარაგებასა და პროცესში პრემიერის დიდი დამსახურებაა, როგორც პირადი მაგალითით, ასევე, მისი ჩართულობით. მთლიანობაში საუბარი იყო ე.წ. მწვანე პასპორტებზე და არა – ვაქცინაზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები