ირაკლი ღარიბაშვილი: 26%-მდე დავწევთ პენსიონერების საპროცენტო განაკვეთს; მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს იყო 80%, 90%, 100%-ზე მეტი

ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ შევქმენით კომისია, იმუშავეს საკითხზე და შეჯერდნენ, რომ პენსიონერების საპროცენტო განაკვეთი 26 %-ს არ ასცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს, რაც კიდევ ერთი შვება იქნება ჩვენი პენსიონერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ეს საპროცენტო განაკვეთი იყო 80%, 90%, 100%-ზე მეტი.

„მინდა, კიდევ ერთ საკითხზე ჩავაბარო ჩვენს მოქალაქეებს ანგარიში, მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, როცა მე ვიყავი პარლამენტში, ერთ-ერთი ინიციატივა და მომართვა შეეხებოდა პენსიონერების საპროცენტო განაკვეთს, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო, დღეს ჯერ კიდევ არის მაღალი. თუმცა, მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს იყო 80%, 90%, 100%-ზე მეტი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მინიმუმამდე დავწიეთ ეს საბანკო პროცენტი, მაგრამ 36 % მაინც მაღალია პენსიონერებისთვის. ამიტომ, ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ შევქმენით კომისია, იმუშავეს ამ საკითხზე და შეჯერდნენ, რომ აღნიშნული 26 %-ს არ ასცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს, რაც კიდევ ერთი შვება იქნება ჩვენი პენსიონერებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები