გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წყვილმა ოლიმპიადაზე მე-19 ადგილი დაიკავა
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რიტმულ ცეკვებში საქართველოს სახელით გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას დუეტი წარდგა.
წლევანდელ ოლიმპიადაზე მათ ორი პროგრამა წარადგინეს – მოკლე და თავისუფალი. მოკლე პროგრამაში 67.08 ქულა დაიმსახურეს, თავისუფალში კი – 164.33 და მე-19 ადგილი დაიკავეს.
გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას დუეტი რიტმულ ცეკვებში პეკინის ოლიმპიადაზე მეოთხედ გამოვიდა.