მეუფე იაკობი: უკრაინას მხნეობას ვუსურვებ

“უკრაინას მხნეობას ვუსურვებ – მშვიდობას ვუსურვებ მთელ მსოფლიოს”,- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვისაც მშვიდობა უნდა მშვიდობა მიეცემა.

“მთავრობას და მხედრობას დავლოცავ. ხედავთ ახლა, არეული სიტუაციაა და ვფიქრობ, რომ ჩვენც ქართველები ღირსეულად გამოვალთ ამ არეული სიტუაციიდან. უკრაინას მხნეობას ვუსურვებ. მშვიდობას ვუსურვებ მთელ მსოფლიოს. ვისაც მშვიდობა უნდა მშვიდობა მიეცემა და ვისაც ბოროტება უნდა იმ ბოროტებაში ჩაიხრჩობა. კონკრეტულად არავის ვგულისხმობ. ღმერთმა ყველას მშვიდობა მისცეს”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები