“ტელეკომპანია “ტვ პირველი” აგრძელებს  დეზინფორმაციულ კამპანიას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მიზნით”

“ტელეკომპანია “ტვ პირველი” აგრძელებს  დეზინფორმაციულ კამპანიას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მიზნით. დღეს აღნიშნულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა მორიგი ფეიკ ნიუსი, რომლის მიხედვით პრემიერმინისტრმა საჯარო სამსახურში დაასაქმა თითქოსდა მისი დაცვის უფროსის –  ზაზა თოდუას ოჯახის წევრები”, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სტრატკომის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

“გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ზაზა თოდუა არ არის პრემიერმინისტრის დაცვის უფროსი და აღარ მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილთან 2016 წლიდან. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები