პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი – “ვეცდები, ყველას პერსონალურ მონაცემებს გავუფრთხილდე”

“ყველაზე ძვირფასი ადამიანური ღირებულებების დაცვისთვის ყველაზე მთავარი პერსონალური მონაცემების დაცვაა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, თამარ ალფაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის სამეცნიერო პედაგოგიური წრიდანაა და წარსულზე ლაპარაკი არ უმძიმს.

“შექმნილი მაქვს სასწავლო პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით. ამჟამად, სამეცნიერო კვლევებს ვატარებ კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების და სხვა თანამედროვე ინფორმაციული სამართლებრივი საკითხების შესახებ. აქედან გამომდინარე, არ მიმძიმს საუბარი წარსულის გამოცდილებაზე და ვფიქრობ, ყველაზე ძვირფასი ადამიანური ღირებულებების დაცვისთვის, ყველაზე მთავარი პერსონალური მონაცემების დაცვაა. მადლობა, რომ უფრთხილდებოდით ჩემს პერსონალურ მონაცემებს, მე ვეცდები, ყველას პერსონალურ მონაცემებს გავუფრთხილდე”,- განაცხადა თამარ ალფაიძემ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს – ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები