ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში 9 493; იმერეთში – 2 760; აჭარაში კი 1 654 გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 493 შემთხვევა, აჭარა – 1 654, იმერეთი – 2 760, ქვემო ქართლი – 980, შიდა ქართლი -1 184, გურია – 580, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 327, კახეთი – 1 110, მცხეთა-მთიანეთი – 410, სამცხე-ჯავახეთი – 371, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 99.

ამ ეტაპზე ქვეყანაში 224 391 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 6 098 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 494, აჭარაში – 752, იმერეთში – 1 243. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 244 პირი, მათ შორის, თბილისში – 482, აჭარაში – 152, იმერეთში – 397. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 38, იმერეთში – 23. 1 869 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 141 – თბილისში, 481 – აჭარაში. 216 424 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 0.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 23 675 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 178 151.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 459 პირი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები