ივანე ჩხაიძე: ჯანდაცვის სექტორი ბუნებრივად გამომუშავებული იმუნიტეტის ხარჯზე ვერ დარჩება
„ომიკრონთან“ დაკავშირებით კიდევ უფრო მაღალი რიცხვია საჭირო და ახლა საუბრობენ მოსახლეობის მინიმუმ 80%-ის მოცვაზე, რათა ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ქვეყანაში პოპულაციური იმუნიტეტი მიღწეულია”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ჯანდაცვის სექტორი ბუნებრივად გამომუშავებულ იმუნიტეტის ხარჯზე ვერ დარჩება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ლეტალობის მაჩვენებელი აღმავალი იქნება.
“თუ „ომიკრონით“ ინფიცირების მაჩვენებელი იქნება ძალიან მაღალი და ამას დავუმატებთ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას, სავსებით შესაძლებელია, ახლო პერსპექტივაში საქართველოში იყოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც ექნება გარკვეული იმუნიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ. მეორე მხარეა, რა ფასად მივიღებთ ჩვენ ბუნებრივი იმუნიტეტის გზით პოპულაციური იმუნიტეტის მაქსიმალური ზღურბლის მიღწევას. ამის უკან დგანან გარდაცვლილი ადამიანები, ამის უკან დგას ის მაჩვენებელი ლეტალობის, რომელიც დღევანდელი მონაცემებიდან ნათელია, რომ არის მაღალი“, – განაცხადა ჩხაიძემ.