ნინო წილოსანი თემთა პალატის ქალთა და თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა – “ხაზი გაესვა ჩვენ მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას”
ნინო წილოსანი თემთა პალატის ქალთა და თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ნინო წილოსანის ინფორმაციის, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას.
“ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა თემთა პალატის ქალთა და თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქეროლაინ ნოუქთან.
ქეროლაინის მხრიდან საკმაოდ ობიექტურად აღინიშნა საქართველოს პროგრესი გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ბრძოლაში. მათ შორის ხაზი გაესვა ჩვენ მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას.
შეხვედრის ფარგლებში ასევე განვიხილეთ ის ინიციატივები, რაც გენდერულ საბჭოს აქვს და ვიმსჯელეთ რა კუთხით იქნება შესაძლებელი თანამშრომლობა. მიხარია, რომ ძალიან მეგობრული და კეთილგანწყობილი შეხვედრა გამოგვივიდა, რასაც აუცილებლად ექნება საქმიანი და პროდუქტიული გაგრძელება”, – წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი ლონდონშია და შეხვედრებს აგრძელებს.