ამირან გამყრელიძე: პიკში ვართ, დიდი ალბათობით, იქითა კვირიდან უნდა ველოდოთ, რომ დაიწყებს შემცირებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეექვსე ტალღის პიკში ვართ და იმისათვის, რომ სწრაფად გადავიდეთ დაღმასვლის პერიოდში, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაცია.

“ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ და ძალიან გვინდა, რომ სწრაფად გადავიაროთ ეს პიკი, სხვადასხვა საერთაშორისო პროგნოზირით თითქოს გადავლილია ეს პიკი, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ამაში. ამ კვირაში შემთხვევათა რაოდენობა იმერყევებს, ალბათ, იმავე ფარგლებში და, დიდი ალბათობით, იქითა კვირიდან უნდა ველოდოთ, რომ დაიწყებს შემცირებას,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 22 444 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 245 ადამიანი და გარდაიცვალა 53 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები