დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის საპატიო მოქალაქეს, დიმიტრი ალავიძეს „მადლობის სიგელი” გადასცა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ, კომიტეტის წევრებთან ერთად, ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა მცხეთის საპატიო მოქალაქეს, ბიზნესმენს და მეცენატს, დიმიტრი ალავიძეს და 81 წლის იუბილე მიულოცა.
პარლამენტის ინფორმაციით, დიმიტრი ალავიძეს იუბილე ასევე მიულოცა და ბიზნესის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის მადლობის სიგელი გადასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
დიმიტრი ალავიძე 55 წლის მანძილზე წარმატებით მართავს ბიზნესს, რომელიც გარკვეულწილად საქართველოს ეთნო-კულტურის ნაწილად აქცია. მცხეთის წინაშე გაწეული დამსახურებებისთვის დიმიტრი ალავიძეს 2020 წელს მიენიჭა მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება.