გორთან, სოფელ ორთაშენში სამხედრო მოსამსახურის ცხედარი იპოვეს
გორთან, სოფელ ორთაშენში, ცენტრალური მაგისტრალის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილი თავდაცვის სამინისტროს ოფიცერია.
არსებული ინფორმაციით, მაგისტრალზე, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოფიცერი გარდაიცვალა, თუმცა, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე, შსს-ს გარდა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.