მაია ჩხაიძე: ძირითადად, კლინიკაში 90% არის ერთ წლამდე ასაკის ბავშვი

“ომიკრონი” მიმდინარეობს მსუბუქად, ამიტომ, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები დაცულია სასწრაფოს მიერ”, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძირითადად, კლინიკაში 90% არის ერთ წლამდე ასაკის ბავშვი.

“10 დღეზე მეტია დაახლოებით ერთნაირი რაოდენობით არის მომართვიანობა და ასევე გაწერებიც. მაქსიმუმი საწოლდღე არის სამი დღე. ხშირად, 48 საათშიც არიან პაციენტები გასაწერები. ზოგადად, რასაც ვხედავთ, “ომიკრონი” მიმდინარეობს მსუბუქად, ამიტომ, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები დაცულია სასწრაფოს მიერ. ძირითადად, კლინიკაში 90% არის წლამდე ასაკის ბავშვი”, – აცხადებს ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები