სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პასუხისგებაში სამი პირი მიეცა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მიეცა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, მათ სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს შორის, ფიქტიურად გაწერეს 215 000 ლარის ღირებულების მუსიკალური აპარატურის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ უსაფუძვლოდ წარმოშობილ დღგ-ს ზედმეტობას, 32 796 ლარის ოდენობით.

„გამოძიების პროცესში დროულად და ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სრულადაა ანაზღაურებული ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები