როდის გაუმჯობესდება ეპიდვითარება – ალექსანდრე გოგინავას განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ ეპიდვითარება, დაახლოებით, ორ კვირაში უნდა გაუმჯობესდეს.

“ალბათ, 10-14 დღეში ეპიდსიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს 10-14 დღე არ არის მცირე დრო”, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“

მისი თქმით, თუ COVID-19-ის ახალი შტამი არ გამოჩნდება, მეტად სავარაუდოა, რომ იმუნური ფენა შეიქმნას.

„არის მოლოდინი, რომ შეიქმნება იმუნური ფენა და თუ ახალი შტამი არ გამოჩნდა, რისი დიდი იმედიც გვაქვს, „ომიკრონი“ აღმოჩნდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები