თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლე დალი მეტრეველის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლე დალი მეტრეველის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“თბილისის საქალაქო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, დალი მეტრეველის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

ქალბატონი დალი წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურა ქართულ მართლმსაჯულებას და უდიდესი წვლილი შეიტანა სამართლის განვითარებაში.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია კოლეგებისთვის, მეგობრებისთვის, პროფესიული წრეებისა და სრულიად იურიდიული საზოგადოებისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები