თაკო ჩარკვიანს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაატოვებინეს

 

“კანონი და სამართალის” ლიდერს, თაკო ჩარკვიანს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაატოვებინეს.

სხდომის დატოვებამდე, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ სირცხვილია, სამარცხვინო პროკურორმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გაასამართლოს.

“კორუფციონერი პროკურორი სამშობლოს მოღალატეა, აბა, რა არის?! სირცხვილია, სამარცხვინო, კორუფციონერ პროკურორს ასამართლებინოთ მესამე პრეზიდენტი”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები