მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე უკრაინის ჰიმნი შეასრულა

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმის განხილვა მიმდინარეობს, უკრაინის ჰიმნი შეასრულა და უკრაინის დროშა გამოფინა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი გაფლანგვის საქმეზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ბრალდებისა და დაცვის მხარეები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ სიტყვიერად ერთმანეთს, რაც მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა მაღალჩინოსნების ქონებაზე საუბრით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები