სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი გაფლანგვის საქმეზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ბრალდებისა და დაცვის მხარეები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ სიტყვიერად ერთმანეთს, რაც მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა მაღალჩინოსნების ქონებაზე საუბრით დაიწყო.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომას დახურავდა.
სიტყვიერი დაპირისპირება სასამართლო პროცესზე ამ წუთებშიც გრძელდება.