ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა სიმპტომები ახასიათებს “ხანგრძლივ კოვიდს”
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა სიმპტომები ახასიათებს „ხანგრძლივ კოვიდს“. მისი თქმით, შესაძლოა, კორონავირუსის გადატანის შემდეგ გამოჩნდეს ისეთი გართულებები, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება და მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენი სიცოცხლის ხარისხზე.
“კიდევ ერთი თვისება, რომელიც კორონავირუსს სხვა ვირუსებისგან გამოარჩევს, ეს არის ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი. შეიძლება, კორონავირუსი მსუბუქად, საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანოთ, მაგრამ შეიძლება,ხშემდეგ გამოჩნდეს ისეთი გართულებები, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება და მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენი სიცოცხლის ხარისხზე. ეს შეიძლება, იყოს ხველა, ძლიერი სისუსტე, ადვილად დაღლილობის შეგრძნება, ტემპერატურა, ძილის დარღვევა, დეპრესია, მეხსიერების პრობლემები, თმის ცვენა, სახსრების ტკივილი და ა.შ.“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “იმედის” ეთერში.