ბესიკ თამლიანის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაგრძელდება

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ბესიკ თამლიანის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება.

თამლიანის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

“უამრავი ჩვენებაა ბესიკ თამლიანის სასარგებლოდ. ასევე, არის ვიდეომასალები, რომლებიც ნათელყოფს, რომ ბესიკ თამლიანს არანაირი აგრესია და საფრთხე არ შეუქმნია საზოგადოებისათვის და ადგილი ჰქონდა პოლიციელების მიერ უხეშად კანონის დარღვევას”, – ამბობს თეონა ქორიძე.

სამოქალაქო აქტივისტი ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი გასული წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები