მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, დაესწრება.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები