თენგიზ ცერცვაძე: დიდი შეცდომაა იმის მოლოდინი, რომ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი გრიპი ან გაციებაა
„დიდი და ყველაზე სერიოზული შეცდომაა იმის მოლოდინი, რომ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი გრიპი და გაციებაა, ამიტომ, მას პრაქტიკულად არაფერი არ სჭირდება და, შესაბამისად, არც ვაქცინაცია არ არის საჭირო, რადგან თუ დაგვემართება, იოლად გადავიტანთ“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაცია გადამწყვეტია, თუმცა, ყოველდღიურად მოსახლეობის მცირე რაოდენობა იცრება.
“„ომიკრონი“ შედარებით სუსტია, ვიდრე „დელტა“ შტამი, მაგრამ არც ისე მსუბუქი. ჩვენთან რომ „ომიკრონს“ აგდებულად უყურებენ, ეს არის უდიდესი შეცდომა. ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა. ყოველდღიურად ვისმენ ინფორმაციას, რომ ვაქცინირებულია 2000 ადამიანი ან თუნდაც 6000 – ეს არაფერია“, – განაცხადა ცერცვაძემ “ქრონიკასთან” საუბრისას.