“ელიავას ბაზრობაზე” ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, “ელიავას ბაზრობაზე” ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძარი სასაწყობე ფართში გაჩნდა, შედეგად, დაახლოებით 1000-1500 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.
მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულებზე ინფორმაცია არ შესულა.
„ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილებინა გავრცელება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულებზე ინფორმაცია არ შემოსულა. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სასაწყობე ფართში გაჩნდა ხანძარი. ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 1000-1500 კვადრატულ მეტრზე“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.