ივანე ჩხაიძე: უნიღბოდ, 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონით“ ინფიცირებისთვის

უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონის” შემთხვევაში ინფიცირებისთვის, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა სიფრთხილის ზომები გაათმაგებული უნდა იყოს.

„თავიდან ავიცილოთ თავშეყრა, დახურულ სივრცეში ადამიანების თავყრილობები, განსაკუთრებით ეს ეხება კვების ობიექტებს, ვინაიდან იქ უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონის” შემთხვევაში ინფიცირებისთვის. ასე რომ სიფრთხილის ზომები ახლა უნდა იყოს გაათმაგებული და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ვაქცინაციის, განსაკუთრებით, ბუსტერ დოზის მნიშვნელობას. ბუსტერ დოზა ახლა არის რეალური, ეფექტური და ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა თავი დავიცვათ ინფიცირებისგან, მძიმე შემთხვევებისგან, გარდაცვალებისაგან,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები