დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დავით კირკიტაძეს რუსთავის პოლიციის განყოფილებაში ბრალი წარუდგინეს. მას გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

“ამ ბრალს არაფრის ფასი არ აქვს. ერთადერთი, რაც ამ ტექსტში, ამ ფურცლებზე, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” ამომიბეჭდა, წერია ღირებული, ეს დავწერე მე – “თავისუფლება მიშას”, დანარჩენი არის აბსურდი და სასაცილო. პროკურატურა რას ითხოვს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მცხოვრებლები. ჩვენ მათ თხოვნას ვუპასუხებთ ადეკვატურად და “ქართული ოცნება” პასუხობს პროკურატურით, პოლიტიკური სასამართლოთი და პოლიტიკური პოლიციით”, – განაცხადა კირკიტაძემ.

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეების, მათ შორის, დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები