ხელვაჩაურში 1937-1938 წლებში დახვრეტილი 22 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
ხელვაჩაურში გათხრების შედეგად, საბჭოთა ტერორის დროს გასაიდუმლოებულად დახვრეტილი 22 ადამიანის ნეშტი იპოვეს.
არქეოლოგებისა და ისტორიკოსების განმარტებით, ნეშტები 1937-1938 წლებში, რეპრესიების დროს დახვრეტილ ადამიანებს ეკუთვნით.
გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლულ ადამიანებს ხელები ზურგს უკან აქვთ შეკრული, თავში კი ტყვიის კვალი აქვთ.
ვარაუდობენ, რომ აჭარაში ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლთა 30-ზე მეტი საფლავი არსებობს.
ორკვირიანი სამუშაოები პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის 6-კაციანმა ჯგუფმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მოწვევით აწარმოა.
წყარო: რადიო თავისუფლება