ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 22 263 პირს დაუდასტურდა, 15 575 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 272 371 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 053 966, გარდაიცვალა 15 141 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები