აკაკი ზოიძე: თუ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა მოხდა, დიდი საფრთხეა, ასეთ დროს შესაძლოა, მსუბუქ შემთხვევებშიც რთულად წავიდეს სიტუაცია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის, აკაკი ზოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჰოსპიტალიზაციის რიცხვი კიდევ მოიმატებს, ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი გამოწვევა იქნება.

მისი შეფასებით, აუცრელი ადამიანები სახიფათოები არიან.

„სახიფათო რაც არის – აუცრელი ადამიანები. მთავარია, ჩვენ თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, რომელიც დიდ რესურსს მოითხოვს. თუ მოხდება გადატვირთვა, მერე უკვე დიდი საფრთხეა, რომ შედარებით მსუბუქ შემთხვევებშიც რთულად წავიდეს სიტუაცია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები