თბილისის საქალაქო სასამართლომ პირს Facebook-ის პოსტის Only Me-ზე გადაყვანა დაავალა

სასამართლომ Facebook-ის ქართველ მომხმარებელს საჯარო პოსტის Only Me-ზე გადაყვანა დაავალა.

კომპანია JG Counselors-ის ინფორმაციით, პირმა სასამართლოს მის შესახებ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მიმართა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ სარჩელის უზრუნველყოფის სახით მიიღო – სანამ საქმის განხილვა დასრულდება, “ფეისბუქ” პოსტი, რომელიც გასაჩივრებულია, მოპასუხემ აუდიტორია უნდა შეზღუდოს და პოსტი only me-ზე (მხოლოდ ჩემთვის) გადაიყვანოს.

მოპასუხეს ასევე დაევალა YouTube-ზე განთავსებული ვიდეოს საჯაროობის შეზღუდვა.

სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა თავისი Facebook Account-ის (ანგარიშის) წაშლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები